06:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 19:52:13, 987 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავი Airbus A319 ბრატისლავას აეროპორტიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე აფრინდა და ვნუკოვოში მოსკოვის დროით 21:30 საათზე დაეშვება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერების თვითმფრინავებს მოსკოვში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მათი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალა.

როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ხელისუფლება სამთავრობო თვითმფრინავის გადაფრენის ალტერნატიულ მარშრუტს ეძებდა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics