16:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 15:27:03, 561 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ჩემი სოლიდარობა ყველას, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა

ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა - ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!“.

„ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა.

ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება!

საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!

ნანუკა შენს გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს, დილას, პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. უწყება ამ დრომდე ატარებს ჩხრეკას „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics