|
2014-12-21 23:57:56, 4414 ნახვა
ეკონომიკა
გერმანია საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ახალი პროექტის „კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამის” დასაფინანსებლად. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. ოფიციალური შეტყობინება დღეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა კატარინა დერკორნმა გადასცა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების კიდევ ერთი დადასტურებაა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ფინანსურთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში შეუძლია. ცნობისთვის, დღემდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი რესურსი ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაახლოებით 650 მილიონ ევროს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)