18:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 14:08:55, 780 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - კარგი გული, კარგი სული მაქვს, მინდოდა ბაიდენისგან განსხვავებული ვყოფილიყავი

სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. ყველა ტესტი იყო, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული შემოწმების ანგარიში კვირას გამოქვეყნდება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა.

„ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კარგი სული და მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე. ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics