21:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 08:58:35, 693 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს ჩატარდება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა თარიღი ეროვნულ საარჩევნო კომისიასთან გამართული განხილვის შემდეგ შეათანხმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics