01:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 15:10:15, 604 ნახვა

მსოფლიო
კანადის პრემიერ მინისტრი - ჩვენ ვაპირებთ აშშ-ს ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლას კონტრზომებით

ჩვენ ვაპირებთ აშშ-ს ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლას კონტრზომებით - ამის შესახებ კანადის პრემიერ მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა,

კანადის პრემიერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული პირდაპირ გავლენას მოახდენს მილიონობით კანადელზე. ასევე მილიონობით ამერიკელზე.

პრეზიდენტმა [დონალდ] ტრამპმა ახლახან გამოაცხადა ზომების სერია, რომელიც ძირეულად შეცვლის საერთაშორისო ვაჭრობას <...> ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი გავლენას მოახდენენ აშშ-ს ეკონომიკაზე, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. ჩვენი აზრით, ეს ნეგატიური იქნება აშშ-ს ეკონომიკისთვის და გავლენას მოახდენს ჩვენზე. მაგრამ რიგი ზომები [ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული] პირდაპირ გავლენას მოახდენს მილიონობით კანადელზე. ჩვენ ვაპირებთ ამ ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლას კონტრზომებით, ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი მუშები და ავაშენოთ უძლიერესი ეკონომიკა G7-ში." - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics