04:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:35:04, 876 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან უკან დახევა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, - აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.

"მას სურს იყოს ნატო-ს წევრი, მაგრამ ვერასდროს იქნება ნატო-ს წევრი. მას ეს ესმის", - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics