04:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 10:39:24, 861 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 1 600-მდე გაიზარდა

მიანმარის სამხედრო ხელისუფლების განცხადებით, 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 3 400-ს მიაღწია.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს.

"ყველა სამხედრო და სამოქალაქო საავადმყოფომ, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, კოორდინირებულად და ეფექტიანად უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ ეფექტური სამედიცინო რეაგირება". - თქვა მიანმარის სამხედრო მთავრობის ლიდერმა, მინ აუნ ჰლაინგმა.

ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად  17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 78 კვლავ ნანგრევებში რჩება.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო. 

USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics