04:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 10:28:08, 919 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 2376-მდე გაიზარდა.

„ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის, გზები, ხიდები და შენობები, რამაც მსხვერპლი გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ხუნტას განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 101 დაკარგულად ითვლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics