|
2025-03-28 15:14:20, 1796 ნახვა
ეკონომიკა
რა სიახლეები დაგხვდება ისევ საუკეთესო მობილბანკში - მარტის განახლება
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა. აღნიშნული სიახლე მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და უფრო კომფორტული გახდეს როგორც საბანკო, ასევე სხვა სერვისების მიღება. მობილბანკის მარტის თვის განახლების 5 სიახლე: გადარიცხეთ მარტივად — მობილბანკის უახლეს ვერსიაში თანხის გადარიცხვა და კომუნალურების გადახდა უკვე პირდაპირ მთავარი გვერდიდან შეგიძლიათ. საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ, რაც ოპერაციას მნიშვნელოვნად აადვილებს. ხოლო, თუ თანხას სხვას ურიცხავთ, ვალუტის შეცვლა გადარიცხვის პროცესში შეგიძლიათ ისე, რომ ახალ გვერდზე გადასვლა არ დაგჭირდებათ. აღმოაჩინეთ გადახდის განვადება — ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ნივთი შეიძინეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიხვდით, რომ გადახდილი თანხა სხვა რამეში გჭირდებათ. ამიერიდან დიდი თუ მცირე შენაძენისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მობილბანკს გადახდის განვადება დაემატა. გადახდის განვადება საშუალებას გაძლევთ, ნივთში გადახდილი თანხა (200-5000 ლარამდე) უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და 12 თვის განმავლობაში დაფაროთ. გადახდის განვადებით სარგებლობისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 19.8%-დან იწყება, წინსწრებისა და გაცემის საკომისიო კი 0%-ია. შეცვალეთ სესხის გადახდის გრაფიკი — თუ მიმდინარე სესხი გაქვთ ან ნაწილ-ნაწილს იხდით, გადახდის გრაფიკი უკვე მობილბანკიდან შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, თუ გსურთ, გადახდის დღე ხელფასისას დაამთხვიოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსების ახლებურად გადანაწილება გსურთ, ცვლილებების განხორციელება მარტივად შეგიძლიათ. აღადგინეთ Amex ბარათი მარტივად — თუ Amex-ის საკრედიტო ბარათი დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან ვადა გაუვიდა, მისი აღდგენის მოთხოვნა ახლა პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლიათ. ამისთვის, მობილბანკის უახლესი ვერსია უნდა გახსნათ და Amex ბარათის აღდგენის ღილაკს დააჭიროთ. მიიღე 5 000, 10 000 ლარი და PLUS ქულები — საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, 10 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ PLUS ქულები და დასაჩუქრდეთ 5 000 ან 10 000 ლარით. წესები მარტივია, უნდა გქონდეთ მობილბანკი და გაიაქტიუროთ სასურველი პროდუქტი (მაგ: გახსნათ ანაბარი, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, შეუკვეთოთ ბარათი და სხვა.) ნებისმიერი პროდუქტის აქტივაციაზე ყოველი მე-20, 50-ე და მე-100 მომხმარებელი მიიღებს საჩუქარს. გაზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. თუ სულ ახალი მობილბანკით გსურთ სარგებლობა, აპლიკაციის გადმოწერას/განახლებას მარტივად შეძლებთ Play Store-იდან და App Store-იდან, ამისათვის საჭიროა მოძებნოთ Bank Of Georgia და მიჰყვეთ პროცესს.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)