04:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 09:55:51, 839 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით

აშშ შეშფოთებულია სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, გამოვთქვით შეშფოთება, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში, განსაკუთრებით, რომელიც ახლო მოკავშირეა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზე სასაუბროდ გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics