14:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 18:25:34, 735 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ლგბტქ+ თემების მიერ „პრაიდ მარშების“ მოწყობის აკრძალვასა და ორგანიზატორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ცნობით, შეკრებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება უკანონოდ აქცევს ისეთი შეკრებების ჩატარებას, რომლებიც უნგრეთის „ბავშვთა დაცვის კანონებს“ არღვევს.

„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ადრე განაცხადა, რომ „პრაიდის “ ორგანიზატორებმა წელს თავი არ უნდა შეიწუხონ, რადგან ეს დროისა და ფულის დაკარგვა იქნებოდა. ახლა მმართველმა პარტიებმა შეკრებების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას ისახავს“, - აღნიშნა კოვაჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics