19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 18:22:44, 626 ნახვა

მსოფლიო
მაიკ უოლცი აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე - „მიზნისკენ მივდივართ“

მიზნისკენ მივდივართ, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალისტების შეკითხვას შესვენებაზე, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.

„სიენენის“ ინფორმაციით, ამ მოკლე განცხადების შემდეგ, მაიკ უოლცი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლიფტში შევიდნენ.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს მეტი არაფერი უთქვამთ შეხვედრაზე, რომელიც უკვე მეხუთე საათია, მიმდინარეობს.

მანამდე, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ უკრაინის წარმომადგენლები ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის და შორ მანძილზე დარტყმების შეჩერების ინიციატივას წარადგენენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას მინერალებზე ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics