12:41 - 16 Jun, 2026
|
2025-03-10 14:19:54, 855 ნახვა
სამართალი
მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს
მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მზია ამაღლობელს. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)