|
2016-03-10 19:05:24, 521 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მწამს, შესაძლებლობები, რასაც საქართველო პარტნიორებსა და მეგობრებს სთავაზობს, ბოლომდე ათვისებული იქნება
"გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში მე-4 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, მისი ინფრასტრუქტურა გამოიყენოს. "ჩვენი მისიები და სამხედროები ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთან მიგვიყვანს. მაგრამ, არა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა ის უდიდესი პროექტები, რომელთა განხორციელებისათვისაც ვთანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომელსაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივად ვავითარებთ; ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვქმნით; ეს არის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ კასპიის ზღვის ქვეყნები, მაგალითად თურქმენეთი, მეტი აქტიური ჩართულობით რეგიონში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან პროექტებს ჩემს მეგობარ ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად. გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები. ასევე, თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებითა და მთელ მსოფლიოში მეგობრობის დამყარებით. მჯერა, რომ ჩვენი ამბიციები და მსგავსი დამოკიდებულება გაიმარჯვებს. მწამს, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული. საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პრაქტიკულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ასევე ევროკავშირთან. მსგავს პროექტები - თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, დღისწესრიგშია ჩინელ მეგობრებთან და აშშ-თან. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად ღია ვართ პარტნიორობისათვის და, როგორი პრინციპულები ვართ, როდესაც იხრებიან ჩვენი ეროვნული ინტერესებისაკენ. სწორედ ამ ფორუმის მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოვიძიოთ რეგიონში. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც მოაქვთ ახალი შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჩვენი რეგიონის - კავკასიის რეგიონის მშენებლობას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ დიდი თანამშრომლობის მაგალითი, რომლიდანაც ყოველი მონაწილე მხარე სარგებელს იღებს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართება“ - განაცხადა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)