23:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 23:41:42, 828 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება

უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება"  - ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა.- იუწყება BFM TV.

"მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იყოს უკრაინის მიტოვებით", - თქვა მან და დასძინა, რომ მშვიდობა "არ შეიძლება აშენდეს ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატის ქვეშ და არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია".

მან მხარი დაუჭირა ევროპული ჯარების განლაგებას უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ძალები „დღეს არ წავლენ ფრონტის ხაზზე, მაგრამ იქნებიან იქ, როგორც კი მშვიდობა გაფორმდება, რათა უზრუნველყონ მისი სრული დაცვა“. მაკრონმა თქვა, რომ მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს ქვეყნების შტაბის უფროსებს, რომლებიც მზად არიან „უკრაინაში მომავალი მშვიდობის გარანტიისთვის“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ "სიგიჟე" იქნება მისი ქვეყანა "საფრთხეების სამყაროში" "მაყურებლად" დარჩეს.

"უკრაინაში ომი 3 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს და პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ და რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან უკრაინელი ხალხი მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, საფრთხის წინაშე ჩვენი უსაფრთხოებაცაა. თუ ქვეყნის მხრიდან ევროპაში მის მეზობელზე თავდასხმა დაუსჯელად ჩაივლის, დარწმუნებული ვერავინ ვეღარაფერში იქნება. "ძლიერი მართალს ნიშნავს" კანონი გახდება

მშვიდობა გარანტირებული ვეღარ იქნება ჩვენს კონტინენტზე. ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა. უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება" - განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics