14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 00:16:25, 875 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

დღეს, 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ამაღლობელის ადვოკატებმა დღეს მისი გათავისუფლების მიზნით აღკვეთის ღონისძიების მოხსნა მოითხოვეს. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს „რისკი“, რომ მზია ამაღლობელმა „კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინოს“ ან „მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს“ და ამიტომ ის პატიმრობაში დარჩეს.

ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ამ ბრალდებების გასამყარებლად ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის პოზიციას მხარი დაუჭირა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში მყოფთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზია ამაღლობელის პირადი და პროფესიული ცხოვრება

„ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი.

ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.

სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics