03:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 18:05:15, 839 ნახვა

პოლიტიკა
ლელომ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა

„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა. ადგილზე პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან და გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს და პროდუქტებს აწვდიან, პარალელურად კი მძიმე ტექნიკა საავტომობილო გზებს წმენდს.

„გურიის მსგავსად ჩვენ საგანგებო შტაბი შევქმენით იმერეთის რეგიონშიც. იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო არიან დიდთოვლობის გამო და არ აქვთ, არც გზა და არც შესაძლებლობა პირველადი დანიშნულების საკვები ან მედიკამენტები თავად შეიძინონ. დავდივართ ადგილზე, დაქირავებული გვყავს სპეციალური ტექნიკა, ვწმენდთ გზებს. გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, ჩართულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეგვეხმიანოს. საჭიროებებია ბევრია და განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ადამიანები უბრალოდ მოკითხვის გარეშე არიან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანამდე, საგანგებო შტაბი შექმნა ოზურგეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics