21:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 15:05:26, 493 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის პირისპირ მარტო დარჩენილი მოქალაქეები საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ

ამ დრომდე მაღალ მთიან სოფლებში გაუსაძლისი ვითარებაა. მოქალაქეები, რომლებსაც რეგიონებში მოხუცი მშობლები და ოჯახის წევრები ყავთ წერენ, რომ ვერ უკავშირდებიან მათ და 112-ი  ვერ ახერხებს მოქალაქეების დახმარებას.

ერთ-ერთი მოქალაქე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მოხუც ბებიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს და არ იცის თუ რა მდგომარეობაა, სამაშველო სამსახური კი ვერ ახერხებს ოჯახისთვის დახმარების გაწევას.

„ბებოს ვერ ვუკავშირდებით, მარტო ცხოვრობს, ისიც არ ვიცით ცოცხალი არის თუ არა, სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია, სახურავი გადმოსათოვლი იყო ბოლოს რომ ვესაუბრეთ, სასწრაფო დახმარებამ ბოდიში მოგვიხადა ვერ ავდივართო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა (ოხოჯური) ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ ვუკავშირდები, ყველა გზა და რესურსი ამოვწურეთ, სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა, გარეთ გასვლასაც წესით ვერ მოახერხებდა. დამიკავშირდით ძალიან გთხოვთ.“ - წერს მოქალაქე თეო სილაგაძე ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის"

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics