07:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 14:57:09, 502 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო

პარტია „გახარია საქართელოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც, 2025წლის იანვრის მონაცემებზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 39.3%-ით გაიზარდა, რაზეც ლილუაშვილმა, განაცხადა, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, არაფერზე დგას, გარდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქციებისადმი შიშებზე და მცდელობაზე, რომ გადამალოს ქონება.

„ივანიშვილის მიერ, აშშ-დან და UK-დან ნახატების გამორბენინება რა ფორმით არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ნეტავ?! ამ ნახატების გარეშე, სავაჭრო ბრუნვის ზრდა მხოლოდ 6% და ისიც ძირითადად იმპორტის ზრდის ხარჯზე. რამდენად უვიცი, ან რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა. ამ დროს კი, შენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება აგრესორ, ოკუპანტ რუსეთზე გაზარდო, დასავლეთის ქვეყნებზე შეამცირო და შემდეგ ამით ამაყობდე (ეს კი ნამდვილად დასტურდება საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებით თუნდაც გასულ წელს),“ - წერს ლილუაშვილი.

მისივე  თქმით, „ეს არის სამარცხვინო კომენტარი, რომელიც აღარც კობახიძის "პროპაგანდის მარჟით" აღარ იხსნება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics