07:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 13:55:20, 389 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი - პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად

პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. - ამის შესახებ, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, „ამ კვირაში“ დასრულდეს.

„პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ.

მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. ასევე, აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში.

„რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics