2025-02-23 12:56:27, 402 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი აცხადებს, რომ არ გაათავისუფლებს ასობით პალესტინელ პატიმარს, სანამ „ჰამასი“ საკუთარ პირობებს არ შეასრულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი 620 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას არ აპირებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მძევლების შემდგომ გათავისუფლებას „დამამცირებელი ცერემონიების გარეშე“ არ უზრუნველყოფს.
გუშინ „ჰამასმა“ ისრაელს 6 მძევალი გადასცა. ისინი ბოლო ცოცხალი მძევლები იყვნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინათ. ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი კი ისრაელს მომავალ კვირას გადაეცემა.
„ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბდულ ლატიფ ალ-კანუმ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შაბათს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პალესტინელი პატიმრები არ გაათავისუფლეს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,