2025-02-23 11:16:17, 391 ნახვა
მსოფლიო
კრისტენ მიხალი - ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს.
„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“, - წერს ესტონეთის პრემიერი.
მისივე თქმით, უკრაინას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„უკრაინის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - წერს კრისტენ მიხალი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,