2025-02-22 14:59:50, 463 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - მადლობა ევროკავშირს უკრაინის მხარეს მტკიცედ დგომისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ პლატფორმა X-ზე მადლობას უხდის ევროკავშირს უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგომისთვის.
„კაია კალასს ვესაუბრე, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ უახლესი საერთაშორისო მოვლენები და კოორდინირებული ნაბიჯები განგვეხილა. მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას“, - წერს ანდრეი სიბიგა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსაც ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, 24 თებერვალს ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,