23:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 11:39:05, 458 ნახვა

საზოგადოება
საია - ბოლო პერიოდში, პარლამენტში კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს, მათ შორის რეპრესიული ცვლილებები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში,  პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს, მათ შორის რეპრესიული და არადემოკრატიული ცვლილებები.

საიას ცნობით, ბოლო 3 თვეში, 37 საკანონმდებლო ინიციატივიდან 20 დაჩქარებული წესით განიხილეს, 12 ინიციატივა გამარტივებული პროცედურით მიიღეს.

"არალეგიტიმური პარლამენტი რეპრესიულ კანონებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს. "ქართული ოცნება" ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, განხილვის გარეშე იღებს. სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრინციპებს ზიანს აყენებს დაჩქარებული პროცედურების უსაფუძვლო გამოყენება, რაც კანონების ლეგიტიმაციასა და ხარისხზე აისახება", - ამბობენ საიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics