09:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 11:03:08, 363 ნახვა

მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო - კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს

კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, უკრაინელები თავიანთი სუვერენიტეტისთვის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ მიზანმიმართულად დაარღვია.

„უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ თავიანთი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ისინი წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვისაც იბრძვიან, რომელიც თითქმის 80 წელია მთელს მსოფლიოში ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ტრუდომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics