02:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 14:37:41, 415 ნახვა

საზოგადოება
ლევან იოსელიანი - აბსოლუტურად მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც

აბსოლუტურად მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა, გამოკვეთილი იყოს დანაშაული, იქნეს რეაგირებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი.

„კონკრეტულად სად და რა მოხდა, არ მაქვს ინფორმაცია. აბსოლუტურად მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, კვერცხები იქნება თუ სიტყვიერად. ესაა იმ პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ. განსხვავებული აზრი უნდა იყოს მისაღები ყველასთვის. რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს თუ აქვს ადგილი, ამაზე უნდა იყოს ეფექტური გამოძიება ჩატარებული“, – განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics