14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:17:33, 783 ნახვა

ეკონომიკა
კახი კალაძე: „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

კალაძემ ხელშეკრულების შინაარსზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო „გაზპრომთან“ ძველი კონტრაქტის პირობებში რჩება, რაც ნედლეულის სახით 10% ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს.

„გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. შინაარსი უკვე გაჟღერებულია, ჩვენ ხელშეკრულების შინაარსი გავუგზავნეთ, შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია, ანუ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ეს წლების განმავლობასი იყო, ანუ მივიღებთ ბუნებრივ აირის 10%–ს ნედლეულის სახით. მინდა, მადლობა გადავუხადო „სოკარს“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს უზრუნვეყლოფა მომხდარიყო ბუნებრივი აირით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ბუნებრივი აირი „სოკარის“ მილსადენით, შახდენიზის მილსადენით და ასევე ტრანზიტის იმ გატარებული მოცულობებისა, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ ვიღებთ გაზის მოცულობის 10%–ს“,-განაცხადა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics