12:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 15:44:25, 515 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება ოქტომბრისთვის აპირებს არჩევნების ჩატარებას, არახამია - უარყოფს

უკრაინის ოპოზიციური პარტიის, "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას 26 ოქტომბერს გეგმავს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ პოროშენკო გამოცემა Censor.no-სთან 16 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, როდის არის შესაძლებელი, მისი აზრით, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, პოროშენკომ უპასუხა: "ჩაიწერეთ - მიმდინარე წლის 26 ოქტომბერი." პოროშენკოს თქმით, ამ სამზადისის შესახებ ცნობები პრეზიდენტის გარემოცვიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჟონავს.

თავად პეტრო პოროშენკო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება იმ ვითარებაში, როდესაც "სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა."

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ პოროშენკოს განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არჩევნები გადაიდო.

აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით, თუ კიევი მომდევნო თვეებში რუსეთთან ზავის დადებას მოახერხებს. შესაძლებელი არჩევნების პერსპექტივა უკრაინასაც წაადგება პოლიტიკურად და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში.

უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პირობამ სხვა მიმართულება შეიძინა მას მერე, რაც მისმა წარგზავნილმა კით კელოგმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ისურვებდა შესაძლოა წელსვე, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ზავი იქნება მიღწეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics