|
2025-02-11 15:23:52, 404 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა
ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, იმ ფაქტების, იმ პოზიციების ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარებაა, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში დონორების თანხების სწორად თუ არასწორად გამოყენების საკითხს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე, იმ უარყოფით როლზე, რა როლსაც თამაშობდნენ სხვადასხვა დამფინანსებლები საქართველოში და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ხდება იგივე საკითხებზე საუბარი ვაშინგტონში და არამხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)