|
2025-02-10 13:35:28, 458 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს
მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა - მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, შიმშილობის რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. „მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, ის აქ [„ვივამედში“] გვერდით კორპუსშია. ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, - განაცხადა სააკაშვილმა. გარდა ამისა, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე თავის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი „სასაცილოა“. „ეს არის ე.წ. პროცესი ე.წ. სასამართლოში და სასაცილოა, როდესაც მე მიწოდებენ ბრალდებულს, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც მიმდგარია დიდი ძალაყინით, ბულდოზერით და ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის განმავლობაში შევქმენით, ის ხალხი საქართველოს და მთელ მსოფლიოს დასცინის. მე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიცნობს, ამ მდგომარეობაში მამყოფებს და მაიძულებს იმის მაგივრად, რომ ვემსახურო საქართველოს, უკრაინას და გამოვიყენო ჩემი უზარმაზარი გამოცდილება, უმაღლესი კლასის განათლება, ძალიან დიდი კონტაქტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მაიძულებს, რომ ვეურთიერთო ე.წ. გამომძიებლებს და ე.წ. პროკურორებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)