08:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 15:36:40, 478 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში პროტესტია - დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება აჩი გოჩიტაშვილის, ლუკა ხიზაძეს, გიორგი ბარბაქაძეს

"დაასრულე მილიცია, დაასრულე რეჟიმი, თავისუფლება აჩი გოჩიტაშვილის, ლუკა ხიზაძეს, გიორგი ბარბაქაძეს" - ამ შინაარსის ბანერი ჩამოკიდეს სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოს სტუდენტები, ახალგაზრდები გამთენიისას დაკავებულ აჩი გოჩიტაშვილის, ლუკა ხიზაძეს და გიორგი ბარბაქაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

გაფიცული სტუდენტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ავტორიტარულ რეჟიმად გადაიქცა, რომელიც მოქალაქეებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას უზღუდავს.

„ეს რეჟიმი, რის გამოც აკავებს ახალგაზრდებს, არის მიზეზი - ამ ქვეყნის სიყვარული და რეჟიმთან შეურიგებლობა. ამის გამო დაიჭირეს ჩვენი მეგობრებიც. ნორმალურ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ასე არ უნდა იზღუდებოდეს. საქართველოში რაც ხდება, არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს არის ავტორიტარიზმი, დიქტატურა. ახალგაზრდები არასდროს შევეგუებით ამ რეჟიმს. ჩვენ დავასრულებთ ამათ,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, გამთენიისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი; აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics