20:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 14:42:11, 453 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა, წერს პოლონური „გაზეტა ვიბორჩა“.

ბოგდან სვენჩკოვსკის თქმით, იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც დონალდ ტუსკის გარდა დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები მოქმედებდნენ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში“, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება, მათ შორის ძალისმიერ და მართლსაწინააღმდეგო გზებით.

როგორც ბოგდან სვენჩკოვსკი აცხადებს, მისი შეტყობინების საფუძველზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიება დაიწო.

ბოგდან სვენჩკოვსკის შეტყობინების საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში ჩანს, რომ ტუსკს ატყობინებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი, რაზეც პოლონეთის მთავრობის მეთაური პასუხობს: „კაი ერთი, ჩვენ აქ უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს“.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ არ თქვა, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, მაგრამ ბოგდან სვენჩკოვსკის გამოცდილი პროკურორი უწოდა და დასძინა, რომ მთავრობა კანონს არღვევს.

ცნობისთვის, 2023 წელის დეკემბრიდან პოლონეთის მთავრობაში არის კოალიცია, რომელსაც დონლად ტუსკი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტად კი რჩება ოპოზიციაში მყოფი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ მიერ არჩეული ანჯეი დუდა.

მაისში პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ანჯეი დუდა მონაწილეობას ვერ მიიღებს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამ ეტაპზე ლიდერობს დონალდ ტუსკის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics