02:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:58:52, 649 ნახვა

საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროში" მივიდა

ტელეკომპანია "მაესტროს" ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი "მაესტროში ამ წუთებში მივიდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, არხი გენდირექტორს ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა და მის შემცვლელად არხის თანამფლობელის გია გაჩეჩილაძის ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში უკვე შევიდა, სავარაუდოდ ის ბაია გადაბაძეს ხვდება.

გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთანაც აპირებს საუბარს. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

ამასთან ტელეკომპანიის თანამესაკუთრის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიის ამ შენობაში შესვლა მხოლოდ სტუმრის სტატუსით შეუძლია. უფლებამოსილების განხორციელება კი სხვა შენობაში მოუწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics