21:34 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 12:53:40, 448 ნახვა

მსოფლიო
სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს

სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, სერბმა სტუდენტებმა კორუფციის საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში 24 საათით დაბლოკეს ქალაქ ნოვი სადში მდებარე ხიდი.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სერბი ფერმერები, რომლებმაც ხიდთან ახლოს ტრაქტორები დააყენეს. მათი თქმით, ამ გზით ისინი ცდილობდნენ, დაეცვათ სტუდენტები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერთა შესაძლო თავდასხმებისგან.

სერბეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ხელმძღვანელობენ მასობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელიც მას შემდეგ აგორდა, რაც პირველ ნოემბერს ნოვი სადის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში ბეტონის შენობის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა მთავრობაში არსებულმა კორუფციამ და სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაუდევრობამ გამოიწვია.

ეს საქმე სერბეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემებით უკმაყოფილების სიმბოლო გახდა.

აქციები სერბეთში უკვე სამი თვეა, გრძელდება. გასული კვირის დასაწყისში აქციების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.

როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ აღნიშნავს, 2 თებერვალს სერბეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RTS-მა მოულოდნელი გამონაკლისი გააკეთა და პირდაპირი ტრანსლაცია გამართა ნოვი სადში გამართული აქციიდან, რომელშიც ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

სერბეთის მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის მიერ ხიდების ბლოკირების გაშუქება გააკრიტიკა. პარტიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ტელევიზიამ თავისი სკანდალური რეპორტაჟებით „დაარღვია ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ყველა წესი და ღირებულება“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics