12:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 13:01:49, 464 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - იმხელა ჭავლი მოდის სანქციების, რომ ძალიან მალე ყველა მიხვდება, რომ უნდა დანებდეს ქართველი ხალხის ნებას

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველთან საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მალე დანებდება და ხალხის ნებას გაიზიარებს. 

"იმხელა ჭავლი მოდის სანქციების, რომ ძალიან მალე ყველა მიხვდება, ვინც ამ სანქციების სიაშია, რომ უნდა დანებდეს ქართველი ხალხის ნებას. პირველ რიგში, ეს ეხება ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას ამაგრებს სხვადასხვა ფორმით. ბრიტანეთი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ საქართველო არ მოექცეს ისეთი ქვეყნების გავლენის ქვეშ, როგორიც არის ირანი და ა.შ.. ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და ძლიერი, აქ არ უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ რეჟიმებთან, როგორიც არის ჰეზბოლა, "ჰამასი" და ა.შ. ამიტომ, ის სანქციები, რომელიც ბრიტანეთმა და შტატებმა დაიწყეს, აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს რეჟიმი აუცილებლად გამოაცხადებს კაპიტულაციას", - განაცხადა ხაზარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics