12:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 12:01:45, 400 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ

ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალპოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

ყაველაშვილმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ევროკავშირთან განაახლონ მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მაგრამ მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ეს რეალობა თბილისში. თუმცა ჩვენი რაციონალური ნაბიჯების გარეშე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ ომი ავიცილეთ. ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რადგან არ გვინდოდა ბრიუსელის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, რადგან ეს მოთხოვნები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მზად ვართ მოლაპარაკებები კვლავ განვაახლოთ. ამიტომაც ვთქვი, რომ ხელოვნურია, მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics