12:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 11:41:36, 437 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისია მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება და განისაზღვრება მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები.

ბოჟაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

„[საგამოძიებო] კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება კომისია, მუშაობის გრაფიკი, მიმართულებები - ეს დეტალები უკვე დაზუსტდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი კომისია, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის. რა თქმა უნდა, ცალკეულმა ლიდერებმა მოიხადეს სასჯელი - მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა, პოლიტიკური შეფასების გარდა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს უკვე ბოლო 12 წელია, სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში. შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა რეჟიმია რეალურად “ნაციონალური მოძრაობა” - რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ქვეყანას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ახალი სახეშეცვლილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებულები კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას და როცა რეჟიმს “ქართულ ოცნებას” ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს”, - განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics