14:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 16:28:02, 422 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი: EU-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის მზად არიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის წევრი ის 23 ქვეყანა, რომელიც ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც არის გაერთიანებული, სავარაუდოდ, დათანხმდება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ამის შესახებ მან პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

"წევრ ქვეყნებს შორის არსებობს გონივრული კონსესუსი ამ გზის [ხარჯების ზრდის] გაგრძელების შესახებ. მივიჩნევ, რომ ივნისში, NATO-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებელი აუცილებლად 2%-ზე მაღალი გახდება. იქნება ეს 5% თუ 3% არ ვიცი, ეს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ". - თქვა კოშტამ.

კოშტას თქმით, მომდევნო კვირაში ჩანიშნულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისინი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებზე იმსჯელებენ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics