11:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 14:14:02, 516 ნახვა

საზოგადოება
თემურ ქათამაძე - მზად ვარ ქვეყნისთვის თავი გავწირო, დღეს ჩემი ქართველობის ბრძოლა დაგვირგვინებულია

„მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო, ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა“, - წერს ბათუმში აქციაზე დაკავებული მედროშე თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში თაზო მახარაძე ავრცელებს.

„მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა, ვნახოთ, ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?
ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველანი მიყვარხართ. დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოსთვის ბრძოლა უკვე დამთავრებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა. მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, ვერაფერმა დამიბორკილა ხელები და ციხეში ვერ ჩამსვა“, - ნათქვამია ქათამაძის წერილში.

როგორც ბათუმელებს საიას ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა უთხრა, თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს.

„მოვინახულე და როგორც მითხრა, ექიმის კონტროლის ქვეშ არის და დეტალურად აღარ უსაუბრია“, - აღნიშნა გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.

ბათუმელებისთვის გაგზავნილ წერილში ქათამაძე აცხადებდა, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.


 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics