16:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:48:12, 405 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილის დელეგაციის წევრებს მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამოქმედებს სანქციებს ივანიშვილის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლის მიხედვითაც მათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებს მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნებენ უფლებამოსილებას აპრილამდე, რათა საქართველოს შიდა საქმეებში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს.

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე უნდა კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო და რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება სანქციური პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეროვნული სანქციების შემდეგ, ამიერიდან ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის დელეგაციის წევრებს აღარ ექნებათ კომიტეტებში მონაწილეობის უფლება. მათ მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნებენ უფლებამოსილებას აპრილამდე, რათა ქვეყანაში ჩატარებულ იქნეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას დააფიქსირებს.

ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ქართული დემოკრატიისთვის, ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო არ აღიარებისთვის, სანქციური პოლიტიკისა და იმ საბოლოო მიზნის მიღწევისთვის, რომელიც აერთიანებს ქართულ საზოგადოებას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დამნაშავეების დასჯას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics