22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 22:19:52, 638 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი:ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ

კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, რომ ჩემი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ. განსაკუთრებით აქტიურობს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მოითხოვს ამ მასალების გასაჯაროებას. - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. პაპუაშვილი აცხადებს, რომ მინისტრის ამ მოთხვნას შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება.

''ახალი ტალღა იწყება ზეწოლის. როგორც გუშინ შემატყობინა კომფიდენციალურმა წყარომ, თითქოს აპირებენ ჩემს შესახებ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, სადაც რაღაც უღირს გამონათქვამებს ვამბობ. ბატონი მინისტრი მათ გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვს და მას შიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება,'' - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics