|
2025-01-23 14:38:15, 496 ნახვა
საზოგადოება
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია - ივანე ჩხაიძის განცხადება
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, რა სიმპტომები ახასიათებს გავრცელებულ ვირუსებს და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს. "ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებს შორის გრიპი თავისი მიმდინარეობის თავისებურების, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით ყველაზე მძიმე ვირუსს წარმოადგენს. თუ ბოლო 5 კვირის მონაცემებს შევადარებთ, ის სტატისტიკა, რასაც "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი" გვაძლევს, ნათლად გვიჩვენებს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის მატულობს. მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განსაკუთრებით მკვეთრი მატება იანვრის პირველ , მეორე და მესამე კვირას გამოვლინდა. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, უხეშად რომ ვთქვათ, 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია გვიანი არასდროსაა. მეორე რეკომენდაცია მკურნალობას ეხება: გრიპი იმ ვირუსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არსებობს. თუ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს და აღგენიშნათ ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე, სასურველია, პირველივე დღეს თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში იყოს და გადაწყვეტილება მიიღოს, დაიწყოთ, თუ არა ანტივირუსული პრეპარატი." - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)