04:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 17:39:41, 521 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია სახალხო დამცველზე - ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა

სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით - ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

,,ახლახანს ფბ პოსტი დაწერა და თქვა თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს - მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო, ანუ ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული - არ მჯერაო.

თუ ადრე როგორღაც ამოღერღა რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.

თუ გუშინ და გუშინწინ ვინმეს კიდევ სჯეროდა რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა.

ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. "სახალხო დამცველად" რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია.

ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია" - წერს ნიკა მელია 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics