|
2025-01-16 11:03:54, 2501 ნახვა
კომენტარი
ზურა ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე - 48 საათია, არც ერთი არ ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან
შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაბეთში ასეთ რაღაცებს არ პატიობენ - 48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აბუ-დაბიში მომხდარზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს დაუსჯელობის განცდა ჰქონდათ და ეგონათ, რომ იქაც „გაუვიდოდათ“. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, შესაძლოა, მმართველი პარტიის წევრებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ, თუკი ჯგუფური ძალადობა დაუმტკიცდათ. „მარტო აბუ-დაბიში ხომ არ უქნიათ ეგეთი რამ. ის, რომ 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ამის შემთხვევები საქართველოში იყო უამრავი. ჰქონდათ იგივეს მცდელობა. იმ ბიჭმა იქით სცემა ისინი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ პატიობენ. 48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, არც თვითონ ჩანან, არც მათი ოჯახის წევრები. ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან,“ - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ზარქუამ განაცხადა, „რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ - ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“. ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი, „უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“. ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)