15:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 13:56:15, 468 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) „ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ.

PACE-ს განცხადების თანახმად, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

PACE-ს განცხადებაში წერია, რომ ეს არის მონიტორინგის მისიის რეგულარული ვიზიტი და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანხმობა იმათ პოზიციებზე, ვისაც თანამომხსენებლები შეხვდებიან. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ შეხვდებიან ზოგიერთ დაკავებულ დემონსტრანტს, რომელთა მიმართ წარდგენილი ბრალი და დაკავება შეშფოთებას იწვევს. 

PACE აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლების ნაწილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics