|
2025-01-10 11:32:25, 517 ნახვა
საზოგადოება
სანდრო კაკულია - მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით ვაჭრობს ერთი ადამიანი
მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი , - ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. სანდრო კაკულია და ასევე, კიდევ სხვა მსახიობები სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან, რომლის მიმართაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს. სანდრო კაკულიას თქმით, არსებული ვითარების ფონზე, რთულია მსჯელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო. “ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ მოლოდინების ქონა მგონია, რომ ცოტა ნორმალური არ არის. საქმე გვაქვს ექსპერიმენტების ჩამტარებელ დანაშაულებრივ ჯგუფთან. ექსპერიმენტებში ვგულისხმობ იმას, რომ დარბევების დროს ქიმიური ექსპერიმენტები ატარეს, მერე ცემის და წამების ექსპერიმენტები, “მინივენებიდან” რომ სკამები ამოიღეს, წყლის ჭავლში რაღაც მომწამლავ ნივთიერებებს ურევდნენ, ამიტომ,მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია. მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით,მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან,მაკრონთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთი ადამიანის უკან არის პუტინი, ამიტომ, მოლოდინი, რა უნდა მქონდეს, არ ვიცი”, - განაცხადა სანდრო კაკულიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)