21:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 17:28:29, 537 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება: ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის  მინისტრს დიდე რეინდერსს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ დინამიკას იძენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გაუსვა ბელგიის და ასევე ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

როგორც ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმები. მისი თქმით ახლო მომავალში მნიშნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. 

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელგიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების მოზიდვის კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსსი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics