10:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 13:40:19, 410 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია

ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ისინი რამდენიმე წელია უსამართლოდ არიან დაკავებულები, არასათანადო პირობებში იმყოფებიან, რაც ზოგიერთის მტკიცებით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წამების განმარტებას შეესაბამება“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ჟან-ნოელ ბარომ საფრანგეთის მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ირანის ხელისუფლებას: ჩვენი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და სანქციების მომავალი ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთის ხელსუფლების ცნობით, ირანში საფრანგეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

სესილ კოლერი და მისი პარტნიორი ჯაკ პარიზი ჯაშუშობის ბრალდებით 2022 წლის მაისის შემდეგ არიან დაკავებულები. ასევე, ირანის მიერ დაკავებული საფრანგეთის კიდევ ერთი მოქალაქე, სახელად ოლივიე, 2022 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics