10:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 11:36:47, 384 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ტრამპის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი ამჯერად მშვიდობიანად ჩაივლის

ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს, არ დაივიწყონ კაპიტოლიუმზე თავდასხმა და მოუწოდებს მათ, არ დაუშვან დემოკრატიაზე თავდასხმის გამეორება.

ბაიდენის თქმით, ტრამპის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი ამჯერად მშვიდობიანად ჩაივლის

​​​​​​​​​​​​​​​​„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის წარსულს ივიწყებს, განწირულია მისი გამეორებით. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ოთხი წლის წინ მომხდარის გამეორება. მიმდინარეობს დაუღალავი მცდელობა, გადაიწეროს ან სულაც წაიშალოს იმ დღის ისტორია, რომ გვითხრან, თითქოს არ გვინახავს ის, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. დროთა განმავლობაში იქნებიან ამერიკელები, რომლებსაც 6 იანვრის აჯანყება საკუთარი თვალით არ უნახავთ, მაგრამ ამის შესახებ შეიტყობენ იმ დღის კადრებიდან, ჩვენებებიდან, ისტორიის წიგნებში დაწერილიდან და იმ სიმართლიდან, რომელსაც ჩვენს შვილებს გადავცემთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ სიმართლე დაიკარგოს“, – განაცხადა ბაიდენმა 

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მომხდართან დაკავშირებით ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics